Lot 12. ლადო გუდიაშვილი  (1896-1980)

„ლეგენდა თბილისის დაარსებაზე“

 

შესრულებულია 1940 წლების ბოლოს.   

საწყისი შემოთავაზებული ფასი £200,000-250,000

 

რუსული და ქართული ხელოვნების აუქციონი MacDougall, 8 ივნისს გთავაზობთ დიდი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის განსაკუთრებულ ნამუშევარს - „ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ“.

 

ნამუშევარი თარიღდება 1940 წლით, შესრულებულია ნათელ, სავსე ფერებში და ასახავს საქართველოს  დიდებულ „ოქროს ხანას“.

 

ლეგენდის თანახმად, ვახტანგ გორგასალი და მისი ამალა იმ ადგილებში ნადირობდნენ, სადაც ამჟამად თბილისია გაშენებული. იმხანად ეს ადგილები უღრანი ტყით იყო დაფარული.

ნადირობისას მეფემ ირემი დაჭრა, მაგრამ ცხოველმა გაქცევა მოასწრო.

 

ვახტანგ გორგასალი და მისი მსახურები დაჭრილ ირემს დაედევნნენ და სასწაულის თვითმხილველნი გახდნენ - დაჭრილი ცხოველი ხევში ჩამომდინარე წყალში შევიდა, წყლიდან ამოსვლისას კი ჭრილობები შეუხორცდა და ისევ ტყისკენ გაიქცა.

 

ნადირობიდან დაბრუნებულმა ხელმწიფემ სასწაულმოქმედი წყლების ადგილზე ქალაქის აშენება ბრძანა, რომელსაც სახელად „თბილისი“ (თბილი წყლები) ეწოდა.

 

ფერწერული ნამუშევარი 1950 წელს გუდიაშვილის დიდმა თაყვანისმცემელმა კოლექციონერმა, ქართველმა არქიტექტორმა შეიძინა.

 

 ზემოაღნიშნული ნამუშევარი სამოც წელზე მეტხანს იმყოფებოდა ამ ოჯახში, სანამ ოჯახმა მისი გაყიდვა არ გადაწყვიტა.

 

აუქციონის მისამართი ლონდონში:

 

30A Charles II St, SW1Y 4AE:

 

რუსული და ქართული ხელოვნების აუქციონის თარიღი:

 

8 ივნისი, 2016 წელი, 10.30.

 

კერძო დათვალიერება:

 

27-31 მაისს

 

7 ივნისს

 

10:00-18:00

 

www.macdougallauction.com

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

 

კატერინა და უილიამ მაკდუგალებს

 

william@macdougallauction.com

ტელ: +44-20-7389-8160

 

მაღალი ხარისხის ფოტოების მისაღებად დაუკავშირდით ანასტასია ჯონსტონს:

anastasia@macdougallauction.com,

ტელ: +44-20-7389-8160

 

ნამუშევრის მაღალი ხარისხის ფოტოების დათვალიერება შესაძლებელია შემდეგი ლინკის გამოყენებით:

 

ftp://ftp.macdougallauction.com/June2016press/

Username: photos

Password: photos1